მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტით დაკავებული მეწარმეებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ურჩევს. ამ მიზნით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "საქონლის წარმოშობის წესების შესახებ" სემინარი გაიმართა. "საქონლის წარმოშობის წესების შესახებ" სემინარის მთავარი მიზანი, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტით დაკავებული მეწარმეების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, წარმოშობის სერთიფიკატების გაცემის პროცესში ჩართულ უწყებათა
თანამშრომლების შესაბამისი ცოდნის დონის ამაღლება და საჭირო უნარჩვევების განვითარება იყო. სემინარის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი საქონლის წარმოშობის წესების შესახებ ინფორმაცია გამოცდილმა ევროპელმა ექსპერტებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს.
სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.