ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა "ტექნო ბუმმა" "ტექნო ბუმის ცენტრი" საზეიმოდ გახსნა. ცენტრი თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის, მე-13 კილომეტრზე მდებარეობს.
მომხარებელს საბითუმო ცენტრში მსოფლიო ბრენდების უახლესი ტექნიკის შეძენას საბითუმო ფასად შეძლებთ.
ცენტრის საზეიმო გახსნაზე მიწვეული სტუმრებისთვის კომპანიამ 25 სპეციალური საჩუქარი დააწესა, მათ შორის კონდენციონერი, ტელევიზორი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, IPod-ი, პრინტერი და ა.შ.
"ტექნო ბუმის" სპეციალურ ბუშტებში 25 სასაჩუქრე ბარათი იყო ჩადებული, რომლიც შეიძლებოდა ნებისმიერი სტუმრის გამხდარიყო, ვინც ამ ბუშტებს დაიჭერდა. საზეიმო ღონისძიება ღია ცის ქვეშ ჯგუფ "მგზავრების" კონცერტით დასრულდა.
მენეჯმენტის ინფორმაციით, საბითუმო ცენტრი განსხვავებული სისტემით იმუშავებს და სრულიად განსხვავებული საფასო პოლიტიკა ექნება. გარდა იმისა, რომ ტექნო ბუმში საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე: კონდიციონერებზე, ტელევიზორებზე, ფოტოაპარატებზე, კომპიუტერებზე, მობილურ ტელეფონებსა და ნებისმიერ ტექნიკაზე ყველაზე დაბალი ფასებია - "ბუმის ცენტრში" ნებისმიერ მომხმარებელს ტექნიკის შეძენა საბითუმო ფასად შეეძლება.