ხვალ, 13 ივლისს 16:30 საათზე, რუსთავში ხელი ეწერება დაფინანსების ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ევროპის გაერთიანება იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად საქართველოს 43,5 მლნ ევროს გამოუყოფს.
ხელშეკრულება ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდება.
ხელმოწერის ცერემონიას ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი დაესწრებიან.