ხელისუფლება ოპოზიციის იმ მოთხოვნის გათვალისწინებას, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის 51 პროცენტის სახელმწიფო მფლობელობაში დატოვებას კანონით უზრუნველყოფს, არ ითვალისწინებს.
ამის შესახებ განცახდება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, სადაც კანონპროექტი "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მეორე მოსმენით განიხილეს.
ედპ-ის წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ მოითხოვა, კანონში ჩაიწეროს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მაგისტრალური გაზსადენის 51 პროცენტი, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრებაში, არ ექვემდებარება პრივატიზებას. მისი თქმით, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ დაცული იქნას ქვეყნის უსაფრთხოება.
რაც შეხეება დანარჩენ 49 პროცენტს, ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ამ 49 პროცენტის გასხვისების საკითხიც მთავრობამ პარლამენტის გვერდის ავლით არ უნდა გადაწყვიტოს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის ლაშა თორდიას თქმით, ოპოზიციის ეს მოთხოვნა კანონში ვერ იქნება ასახული.
"უშიშროების საკითხებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს მიიღებს მთავრობა პარლამენტთან ერთად. რაც შეეხება წილების პროცენტულ მფლობელობას, ჩემი პოზიციაა, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს, თუკი მაგისტრალური გაზსადენი კერძო საკუთრებაში გადავა და ამ კომპანიას უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - აცხადებს თორდია.