"ლიბერთი ბანკმა "სახალხო გზავნილის" რებრენდინგი დაასრულა და დღეიდან ბაზარზე "ლიბერთი ექსპრესის" სახელით იქნება წარმოდგენილი.
"ლიბერთი ექსპრესი~ არის ბანკის შიდა ფულადი გზავნილების სისტემა, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"ლიბერთი ექსპრესის~ მეშვეობით ბანკის კლიენტები შეძლებენ ისარგებლონ სწრაფი ფულადი გზავნილის გაუმჯობესებული მომსახურებით, როგორც სერვისცენტრებში, ისე "ლიბერთი ექსპრესის~ მიკრო ავტობუსებში.
"დღეს კლიენტებს სამი სიახლე შევთავაზეთ. "ლიბერთი ექსპრესის~ საშუალებით პენსიონერები და სხვა დანარჩენი კლიენტები შეძლებენ თანამედროვე მომსახურების მიღებას ისეთ რეგიონებშიც კი, სადაც ინფრასტრუქტურა ჯერ კარგად განვითარებული არ არის. ჩვენ "ლიბერთი ექსპრესის~ მიკროავტობუსების პროექტში ექვსი მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. რაც შეეხება ახალ გრძელვადიან საპენსიო სესხს, ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა უკვე დიდი ხანია არსებობს და იმედი გვაქვს ამ განახლებული პროდუქტით არსებულ მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ. "სახალხო გზავნილისთვის~ "ლიბერთი ექსპრესის~ დარქმევა ბუნებრივი ნაბიჯია ბანკის სრული რებრენდინგის დაწყების შემდეგ~, - განაცხადა "ლიბერთი ბანკის~ გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ლადო გურგენიძემ.