სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ ვენესუელის ე. წ. ელჩისათვის აფხაზეთში დროებითი ოფისი გაიხსნება.
"მომავალში მოვძებნით ულამაზეს ადგილს, რომელიც ელჩს თავის სამშობლოს გაახსენებს, ჩვენი ქვეყნები ხომ ძალიან ჰგავს ერთმანეთს", _ აცხადებს ღვინჯია და დასძენს, რომ უახლოეს მომავალში ასეთივე დროებითი ოფისი კარაკასში გაიხსნება და აფხაზეთის ელჩიც დაინიშნება.
"მერწმუნეთ, ოფისისა და წარმომადგენლობის გახსნა მინიმუმია იმისა, რაც გვინდა გავაკეთოთ. ჩვენი ურთიერთობები გაიზრდება, განვითარდება და იქნება ძალიან ბევრი ურთიერთხელსაყრელი პროექტი", _ განაცხადა ღვინჯიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის მეორე ნახევარში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ნიკარაგუასა და ვენესუელაში გაემგზავრება. მასთან ერთად მიემგზავრება ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი.