"ლიბერთი ბანკი" დაკრედიტებას განაგრძობს და გრძელვადიანი საპენსიო სესხის გაცემას იწყებს.
გრძლევადიანი საპენსიო სესხი 18 თვის ვადით გაიცემა და მენეჯმენტის ინფორმაციით, ეს სესხი გაიცემა მათზე ვინც სახელმწიფო პენსიით საერგებლობს, ხოლო მისი დაფარვის პირობები შეღავათიანი იქნება.
ბანკის ინფორმაციით, სესხის მინიმალური ოდენობა 600 ლარს შეადგენს და მისი მიღებიდან ყოველ სამ თვეში შეუზღუდავი რაოდენობით შესაძლებელია დამატებითი სესხის მიღება.
სესხის დაფარვა ხდება შემდეგნაირად: თავდაპირველი ან დამატებითი თანხის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში სესხი იფარება პენსიის სრული ოდენობით, შემდგომ თვეებში კი დარჩენილი დასაფარი თანხა ნაწილდება თანაბრად მინიმუმ 15 თვეზე (15 თვე ან მეტი დამატებითი სესხის აღების შემთხვევაში). ახალი გრძელვადიანი სესხის მიღება შესაძლებელია `ლიბერთი ბანკის~ ნებისმიერ ფილიალში.
"ლიბერთი ბანკის" მენეჯმენტი აცხადებს, რომ ბანკი კვლავაც გააგრძელებს არსებული სახის საპენსიო სესხების გაცემას, რითაც პენსიონერებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ არსებულ საპენსიო სესხსა და ახალ გრძელვადიან საპენსიო სესხს შორის.