დედაქალაის მერიამ პროექტის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" მეორე ეტაპის გამარჯვებული კომპანიები გამოაცხადა.
თბილისის მერიამ პროექტის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" მეორე ეტაპის გამარჯვებული კომპანიები გამოაცხადა. კონკურსში 34 სამშენებლო კომპანია მონაწილეობდა. პროექტების შესწავლის შემდგომ კი კომისიამ 9 გამარჯვებული გამოავლინა - "კიდ არქიტექტურა", "არსი", "კალასი", "კერა+", "თბილელიტ ჰაუსი", "7 sky", "ბაგები სითი", ამხანაგობები "გუნიას 22" და `ქეთევან წამებულის 64". ეს კომპანიები 47 მილიონი დოლარით დაფინანსდებიან.
წარმოდგენილი პროექტების შესწავლის შემდგომ კომისიამ 9 გამარჯვებული გამოავლინა - "კიდ არქიტექტურა", "არსი", "კალასი", "კერა+", "თბილელიტ ჰაუსი", "7 სკყ", "ბაგები სითი", ამხანაგობები "გუნიას 22" და `ქეთევან წამებულის 64". ეს კომპანიები 47 მილიონი დოლარით დაფინანსდებიან.
გამარჯვებულ პროექტებს "თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი", "კორ სტანდარტ ბანკი", და "ბაზისბანკი" დააფინანსებენ.
ვიცმე-მერმა არ დააკონკრეტა რა კრიტერიუმებით შეირჩვენ გამარჯვებული კომპანიები თუმცა იმედი გამოთქვა, რომ გამარჯვებული 9 კომპანია პროექტს წარმატებით განახორციელებს.
გამარჯვებულ პროექტებს "თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი", "კორ სტანდარტ ბანკი", და "ბაზისბანკი" დააფინანსებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მერიის გადაწყვეტილებამ სხვადასხვა კომპანიებში დაბნეულობა გამოიწვია. უმეტესობა მათგანში კონკურსის შედეგების საჯარო კომეტირებისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი აშკარად დაჩაგრეს.
"როდესაც "ცენტრ პოინტს" და "აქსისს" დაჩაგრავენ სხვებმა რა უნდა ვილაპარაკოთ", -განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯარო გამჟაღვნებაზე უარი გვთხოვა.
"ცენტრ პოინტში" კონკურსის შედეგების გამო გულდაწყეტილები არიან, მაგრამ ახალი პროექტების განხორციელებაზე უარს არ ამბობენ.
"გულდაწყვეტილები ვართ რომ ვერ გავიმარჯვეთ, და კიდევ კარგი ამ პროექტზე არ ვიყავით დამოკიდებული. გეტყვით იმასაც, რომ თანხების მოზიდვაზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო ბანკებთან, მაშ შორის ისრაელის ბანკებთანაც, საიდანაც მოზიდული თანხებით სხვადასხვა პროექტებს განვახორციელებთ", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს ვახტანგ რჩეულიშვილმა.
სხვა კომპანიებში კი აცხადებენ, რომ მათმა კომენტარებმა, შესაძლოა, უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს და მესამე ეტაპზე მონაწილეობიაში ხელი შეუსალოთ.
პროექტ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მესამე ეტაპი 2010 წლის ბოლოს გამოცხადდება.