ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა ინვესტორების მერყეობის ფონზე, როდესაც აშშ-ის ეკონომიკის ზრდა კიდევ ურო საეჭვო გახდა.
მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ბარელი ნავთობის ფასი 0,63 დოლარით, 75,46 დოლარამდე შემცირდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ-ში საცალო გაყიდვები მეორე თვეა შემცირდა. ქვეყანაში ასევევ დაიკლო წარმოების მაჩვენებელმაც.
ექსპერტების განცხადებით, გასულ კვირას ნავთობის ფასმა უმაღლეს ზღვარს მიაღწია (ერთი ბარელი _ 76 დოლარი), თუმცა უფრო მეტი მაჩვენებლის მიღწევა ვერ მოხერხდა. ანალიტიკოსთა აზრით, საფონდო ბაზრის მხარდაჭერის გარეშე ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ კიდევ დაიკლებს.