"ლიბერთი" ბანკმა ბაზარზე ახალი პროდუქტი "ლიბერთი ექსპრესი" გამოიტანა. მენეჯმენტის, "ლიბერთი ექსპრესი~ არის უპრეცედენტო პროექტი საქართველოს საბანკო სივრცეში.
"ლიბერთი ექსპრესის~ საშუალებით `ლიბერთი ბანკის~ ასი ათასობით კლიენტი შეძლებს მიიღოს მომსახურება ყველგან, სადაც დასჭირდება. `ლიბერთი ექსპრესი~ არის თანამედროვე `ტოიოტას~ მარკის მოძრავი და დაცული მიკრო ავტობუსი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით (სეიფი, კომპიუტერი, პრინტერი) იმისათვის, რომ კლიენტებმა მიიღონ შემდეგი სახის საბანკო მომსახურება: სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება; კომუნალური გადასახადების გადახდა პენსიებისა და სოციალური დახმარების აღება; სოციალური და ახალი გრძელვადიანი საპენსიო სესხების მიღება.
"ლიბერთი ექსპრესში~ იქნება 6 მოლარე-ოპერატორი და ამრიგად `ლიბერთი ბანკი~ 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
2010 წლის აგვისტოდან `ლიბერთი ექსპრესი~ დაფარავს შიდა ქართლს, ხოლო 2010 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონს. `ლიბერთი ბანკმა~ ამ პროექტში 6 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამ დროისთვის `ლიბერთი ბანკს~ ჰყავს 3 "ლიბერთი ექსპრესი~, რომლის რაოდენობაც წლის ბოლომდე 85-ს მიაღწევს.