საქართველოს ხელისუფლება საჰაერო მოძრაობის მართვის და კონტროლის საშუალებების პრივატიზაცია გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გახდა, სადაც კანონპროექტი "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თოაბაზე" მეორე მოსმენით განიხილეს. იმ ნუსხიდან, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება გადახაზულია ქვეპუნქტი - საჰაერო მოძრაობს მართვისა და მოძრაობის საშუალებები.
აღსანიშნავა, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას აღნიშნული პუნქტი ნუსხაში იყო. მეორე მოსმენისთვის დარიგებულ კანონპროექტში კი ეს პუნქტი ამოღებული არ არის, მაგრამ გადახაზულია. ამის მიზეზის გარკვევა კომიტეტის სხდომაზე ედპ-ს წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ მოინდომა და როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, შესაძლოა ეს პუნქტი მართლაც იქნას ამოღებული ამ ნუსხიდან.
თორდიას თქმით, ამ ეტაპზე ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეიტლი არ არის და მთავრობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და კანონპროექტის ავტორები საბოლოო პოზიციას საკითხის სესიაზე მეორე მოსმენით განხილვისას დააფიქსირებენ.