"საქართველოს ბანკმა" "ევრომანის" ჯილდო მიიღო. საქართველოს ბანკის ინფორმაციით, მათ ჯილდო ნომინაციაში "2010 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში" მიიღეს.
"ევრომანი~, წამყვანი ჟურნალი გლობალური კაპიტალის ბაზრების შესახებ, ყოველწლიურად აქვეყნებს გამარჯვებულთა სიას ნომინაციაში "ჯილდო წარჩინებისთვის" მსოფლიოს 110 ქვეყნის მასშტაბით.
"საქართველოს ბანკმა~ ეს პრესტიჟული ჯილდო მისი მიღწევების დასტურად უკვე მეექვსედ მიიღო- ბანკი ამ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა 2005, 2006, 2007, 2008 და 2009 წელს.