ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღს შორის საქმიანი ურთიერთობები დამყარდება. განცხადება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარემ მარინა ძიგოევამ გააკეთა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, ოსური მედია აცხადებს, რომ მარინა ძიგოევა მთიან ყარაბაღში ჩატარებულ მეორე ეკონომიკური ფორუმში მონაწილეობდა. ძიგოევას თქმით, ფორუმი "გახდა ხიდი სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა".
"შეხვედრებსა და პირად საუბრებში რომლებიც ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობდა მოგვეცა საშუალებია იმისა, რომ ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების პერსპექტივები გაგვეანალიზებინა. ფორუმზე გამოითქვა მოსაზრება შემდეგი ეკონომიკური ფორუმის სამხრეთ ოსეთში ჩატარების შესახებ, იმედი მაქვს ეს ასეც მოხდება", _ აცხადებს ძიგოევა.