მალე ტურიზმის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ტურიზმის დეპარტამენტს ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად ნებისმიერ მსურველს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოანწილოება მოუწევს. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ცხადდება კონკურსი, რომლის მიხედვითაც პროექტ "საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარებისათვის" შეირჩევა ხელმძღვანელი, რომელიც ავტომატურად ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდება.
"ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს ტურიზმის განვითარებისათვის და გეტყვით, რომ საქართველოს გააჩნია დიდი რესურსი მსოფლიო ტურიზმის წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ ვაცხადებთ კონკურსს და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობა ასეთი პოზიციის დასაკავბელად აცხადებს კონკურსს", - ვერა ქობალიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღესვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკურსისას აღარ იქნება ჩაწყობები და ნათესაური კავშირით ადამიანების პოსტზე დანიშვნის ალბათობა.
როგორც ვერა ქობალია განმარტავს, პროექტის მთავარი პრიორიტეტებია ტურიზმის განვითარებს ხელშეწყობა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საქათველოს ბაზარზე შემოსვლის პერსპექტივები, საქართველოს კონკურენციული უპირატესობები სამკურნალო ტურიზმის განვითარების მიმართულებით, კურორტების ბახმაროსა და ურეკის მთელი წლის სეზონურ კურორტად გადაქცევის პერსპექტივა, ქვეყნის შიგნით ტურიზმის ინსტიტუციური მოწყობის სქემის შემუშავება, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს პოზიციონირების კონკრეტული მეთოდების შემუშავება, ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების პერსპექტივები, ტურიზმის განათლების სფეროში არსებული პრობლემები და მომსახურეობს ხარისხის გაუმჯობესების ეფექტიანი გზების დასახვა.
როგორც ქობალია განმარტავს, პროექტის მთავარი პრიორიტეტი იქნება ასევე ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ახალ სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად და იმავდროულად ქვეყანაში არსებული განთავსების საშუალებების კლასიფიკაციის მოდელის შექმნა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, კონკურსის გამოცხადების მიზანია საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია, ხელი შეეწყოს ტურიზთა შემოყვანასა და შიდა ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. ამასთან პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის მარკეტინგის საერთაშორისო ბიზნესის ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს. რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში ან ჩამოთვლილ პოზიციებზე აქვთ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
საუკეთესო პროექტის ავტორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშორმლობის მეორანდუმი პროექტის შემდოგმი ეტაპის განვითარებისათვის.
პროექტში მონაწილეობის მსურველებს კი ეკონომიკის სამინისტროში შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის შემოტანა 31 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ.