პრემირ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, ახალი საგადასახადო კოდექსის ჩასწორებული ვარიანტი მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროების საიტებზე ჯერ კიდევ გამოქვეყნებულა. 9 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა პირობა დადო, რომ კოდექსის ახალი ვარიანტი 10 ივლისს გამოქვეყნდებოდა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისათვის" ცნობილი ხდება ახალი საგადასახადო კოდექსის ჩასწორებული ვარიანტი დღის შუქს მხოლოდ 14 ივლისს იხილავს.
შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახალ საგადასახადო კოდექსზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალ საგადასახადო კოდექში შენიშვნების 80 პროცენტი გათვალისწინებულია. "ბიზნესთან შეთანხმებული ვარიანტი უკვე ვებგვერდზე დაიდება ხვალ", _ განაცხადა 9 ივლისს პრემიერ-მინისტრმა.
ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში შევა მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან, თუმცა, ამ ახალი საგადასახადო კოდექსის გარკვეული მუხლები ძალაში ამა წლის 1 აგვისტოდან შევა.