ხვალ, 12 ივლისს, 19:00 საატზე "ტექნო ბუმის" ცენტრის საზეიმო გახიხსნება. ცენტრის მდებარეობს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის, მე-13 კილომეტრზე.
"ტექნო ბუმი" ნამდვილ ბუმს იწყებს და პირველად საქართველოში ბუმის საბითუმო ცენტრს საზეიმოდ ხსნის, სადაც მსოფლიო ბრენდების უახლესი ტექნიკის შეძენას საბითუმო ფასად შეძლებთ.
ცენტრის სტრატეგიაც და გახსნაც გამორჩეული და საინტერესოა, მწარმოებლებისა და პარტნიორების მიერ კი ყველაზე იღბლიანი სტუმრები დასაჩუქრდებიან, ნოუთბუქებით, ფოტოაპარატებით, პრინტერებით, მაცივრებით, სარეცხის მანქანებით, ტელევიზორებით, მობილური ტელეფონებით და სხვა პრიზებით, მხიარულ განწყობაზე კი ჯგუფი " მგზავრები" ზრუნავენ.
მენეჯმენტის ინფორმაციით, საბითუმო ცენტრი განსხვავებული სისტემით იმუშავებს და სრულიად განსხვავებული საფასო პოლიტიკა ექნება. გარდა იმისა, რომ ტექნო ბუმში საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე: კონდიციონერებზე, ტელევიზორებზე, ფოტოაპარატებზე, კომპიუტერებზე, მობილურ ტელეფონებსა და ნებისმიერ ტექნიკაზე ყველაზე დაბალი ფასებია - "ბუმის ცენტრში" ნებისმიერ მომხმარებელს ტექნიკის შეძენა საბითუმო ფასად შეეძლება. ამისთვის მომხმარებელი "ბუმის ცენტრში" უნდა მობრძანდეს, გააკეთოს შენაძენი თავად ან მეგობრებთან ერთად. ნივთების რაოდენობა დაჯამდება და ორი ან მეტი ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ამ ყველაფრის შეძენა უკვე საბითუმო ფასად შეეძლება.