ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომელ პროფესიებს გააქრობს ჟამთა სვლა და ტექნოლოგიური განვითარება. გთავაზობთ რამდენიმე კვლევის შედეგსა და მოსაზრებას აღნიშნულ საკითხზე.
ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეაფასეს ვადები, თუ როდის გადააჭარბებს ხელოვნური ტვინის შესაძლებლობები ადამიანის გონს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანურს ენების დარგამში 2024 წლისთვის გადაუსწრებს, სკოლის დამთავრებისას ესეების წერაში - 2026 წლისთვის. ის მთლიანად შეცვლის სატვირთო მანქანების მძღოლებს 2027 წელს. საცალო მაღაზიების გამყიდველები გაქრებიან 2031 წელს, ბელეტრისტიკის მწერლები - 2049 წელს. ქირურგის პროფესია კი საჭირო აღარ იქნება 2053-ში.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ადამიანის ინტელექტის 50 %-ს ხელოვნური 45 წლის შემდეგ შეცვლის, 120 წლის შემდეგ კი ყველა შესაძლო სამუშაო პოზიციას რობოტები დაიკავებენ. მეცნიერული კვლევა ხელოვნური ინტელექტის 352 მსოფლიო ექსპერტის გლობალურ გამოკითხვაზეა დაფუძნებული. ნაშრომის ავტორების თქმით, აზიელი მეცნიერებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ და ვარაუდობენ, რომ რობოტი ადამიანს დაახლოებით, 30 წელიწადში შეცვლის.
თუმცა, არსებობს მეცნიერთა სხვა კვლევები, რომლებიც უფრო ოპტიმისტურად განაწყობს ადამიანს.
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, არსებობს მომავლის პროფესიები, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება და ანაზღაურება საკმაოდ მაღალი.
საუკეთესო ოცეულში პირველ ადგილს ექთანი იკავებს, მეორე ადგილზე ოპერაციული მენეჯერი გავიდა, რომელსაც ორგანიზაციაში შესასრულებელი ოპერაციების კოორდინირება ევალება. ხუთეულში ასევე შევიდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის პოზიცია, ასევე კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი.
ათეულში მოხვდა ბუღალტერი, აუდიტორი, ინფორმაციული სისტემების მენეჯერი და პირადი ფინანსური მრჩეველი.
მომავლის პროფესიების, უფრო ახლო პერსპექტივაზე საკუთარი ვარაუდები "ბიზნეს ინსაიდერმაც" გამოქავეყნა. კერძოდ, უახლოესი ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოთხოვნადი იქნება: ინჟინერ-მშენებელი, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, ეკონომისტ-მათემატიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, მექატრონიკა, საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგი, მოხუცთა მომვლელი, ექიმი, მათემატიკისა და ბუნებრივი მეცნიერებების მასწავლებელი. კვლევის თანახმად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებელთა დეფიციტია და ამ პროფესიაზე მოთხოვნა უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება განსხვავებით ისტორიისა და უცხო ენების მასწავლებლებისგან.