აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეჯნუნ მამადოვი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში იმყოფებოდნენ, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მესაქონლეობა“ მესაქონლეობის ფერმის საქმიანობას გაეცნენ.
ფერმის მოწყობისა და საქმიანობის განვითარების მიზნით 2024-2025 წლებში კომპანიამ არაერთხელ ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით. შპს „გარდაბნის მესაქონლეობა“ ფლობს მესაქონლეობის ორ ფერმას, სოფელ სართიჭალაში მოქმედი ფერმა არის მეხორცული, ხოლო სოფელ ლემშვენიერაში - სანაშენე მიმართულების.