მაგისტრალური გაზსადენის აქციათა გარკვეული ნაწილის გასხვისება 2-3 წლის შემდეგ მოხდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, მთავრობა დაინტერესებული არ არის მაგისტრალური გაზსადენის აქციათა 100 პროცენტის გასხვისებით.
"საქართველოს მთავრობა გაზსადენის 100 პროცენტის გასხვისებას არ გეგმავს, საუბარია, მხოლოდ აქციათა 10-15 პროცენტის გასხვისებაზე, რომელიც სავარაუდოდ გასაყიდად 2-3 წლის შედეგ გამოვა", _ განაცხადა ქობალიამ.
მისივე განმარტებით, წინასწა ძნელია იმის თქმა, თუ ვინ გახდება ამ 10-15 პრიოცენტის მფლობელი.
"მას შემდეგ, რაც აქციები გასაყიდად გამოვა, მისი შეძენის უფლება ყველას მიეცემა და წინასწარ ვერ ვიტყვი ვინ გახდება მისი მდლობელი",_ განაცხდადა ქობალიამ.