კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებს, კოშკსა და გეგუთიანთკარს, 185-ლარიანი დავალიანების გამო, სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანთა უფლებათა პრიორიტეტის" წარმომადგენელმა ხათუნა ავლოხაშვილმა პარლამენტში ჯონდი ბაღათურიას ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ბაღათურის ინიციატივით, გამართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონფლქტის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ. როგორც ავლოხაშვილმა განაცხადა, სოფელ კოშკსა და გეგუთიანთკარს ქართველი სამართალდამცავები იცავენ და მათ მიერ მოხმარებული წყლის კომუნალური გადასახადი სოფელს ერიცხება.
მისი თქმით, შესაძლოა, ეს თანხა დიდი არ იყოს, მაგრამ "როდესაც სოფლის მოსახლეობა პურის ფქვილის საყიდლად ვაშლს კაპიკიებად აბარებს, ცხადია, მათთვის ნებისმიერი თანხა რთული შესაგროვებელია. სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას სთხოვს.
ბაღათურია ამ საკითხის დაყენებას მომავალ კვირას სამშაბათს დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე გეგმავს. მისი თქმით, ქართული დასი კონფლიქტურ ზონაში არსებულ ვითარებაზე საგანგებო მიმართვასაც გაავრცელებს.