რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო აცხადებს, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და უკრაინას ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა. ეს განცხადება ნესტერენკომ დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდება ორ ეტაპად ხორციელდება. სულ გაგზავნილი იყო 350 ტონა ტვირთი.
"აფხაზეთში პირველ ივლისს 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა, სამ ივლისს - 240 ტონა. ასევე იგეგმება ჰუმანიტარული დახმარების შემდგომი ეტაპების განხორციელება", _ აცხადებს ნესტერენკო.