საქართველოში უცხოური კომპანიის შვილობილი საწარმოს გასახსნელად ერთ კვირაზე ნაკლებია საჭირო, ნათქვამია მსოფლიოს ბანკის სულ ეხლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის "ინვესტიციები საზღვრებს გარეშე 2010" თანახმად, ანგოლასა და ჰაიტიზე ზედმეტი ბიუროკრატიის გამო უცხოური კომპანიის შვილობილი საწარმოს გასახსნელად ნახევარი წელია საჭირო, მაშინ როდესაც საქართველოში, კანადასა და რუანდაში ახალი საწამოების დარეგისტრირებას ერთ კვირაზე ნაკლები ჭირდება.
ანგარიში მსოფლიო ბანკმა 87 ქვეყნის მონაცემების, კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შედარების საფუძველზე მოამზადა.
"პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქვეყნის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, განსაკუთრებით - ეკონომიკური კრიზისის დროს", - აცხადებს ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ჯანამიტრა დივანი.