რუსეთი მზადაა მხარი დაუჭიროს აფხაზ სეპარატისტებს ჩერკესკი-სოხუმის საავტომობილო გზის მშენებლობაში.
"რუსეთი მზადაა მხარი დაუჭიროს პროექტს აფხაზ პარტნიორებთან ერთად ჩერკესკი-სოხუმის საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ. ეს გზა აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებთან შეაერთებს", _ ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც ეწოდებოდა "2020 წლამდე ჩრდილო კავკასიის განვითარების სტრატეგია".
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ "ამას გარდა რეგიონში მრავალი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა ფედერალური ტრასა "კავკაზის" აქტიური რეკონსტრუქცია.