იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოსა და საქართველოს მთავრობებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ეკონომიკური მნიშვნელობისაა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფო და საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები არიან და მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებიც ამ ორგანიზაციის დებულებებით რეგულირდება.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს და იმავდროულად მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობას გაუადვილებს. იმავდროულად ხელი შეეწყობა ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასაც.