აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ "ამერიკელი პოლიტიკოსები ფანტაზიორობენ და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ", _ ეს განცხადება ღვინჯიამ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
"საერთაშორისო სამართალში არის მკაფიო განსაზღვრება იმისა, თუ რა არის ოკუპირებული ტერიტორია. ხოლო რაც შეეხება აფხაზეთს _ იგი უპირველეს ყოვლისა არ არის ოკუპირებული ტერიტორია და მეორე _ რუსეთის სამხედრო ძალა აქ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფება. მეტიც, აფხაზეთს არ მართავს სამხედრო ხელისუფლება, არამედ ჩვენი საკუთარი ხელისუფლება და ჩვენი საკუთარი ძალა", _ აცხადებს მაქსიმ ღვინჯია.