საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) "საქართველოს ბანკის" ახალ ბაზრებზე საქმიანობის გაფართოვებაში, რითაც ბელორუსში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის, მხარს უჭერს
"საქართველოს ბანკი" აქციების 99,96%-ს ფლობს "ბელორუსკი ნაროდნი ბანკში" (`ბნბ"), საშუალო ზომის ბელორუსულ ბანკში, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება წარმოადგენს. IFჩ `ბნბ"-ს აქციების 19,9%-ს შეისყიდის და ასევე, ამავე ბანკისთვის 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გასცემს. ამგვარად, IFჩ `საქართველოს ბანკთან" ბელორუსის პერსპექტიულ ბაზარზე გაფართოვების პროცესში თანამშრომლობს.
`IFC-ის მიზანს უცხოური ინვესტიციების წახალისება წარმოადგენს. ამით რეგიონში ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას და ადგილობრივი ბაზრებისა და კომპანიების განვითარებას ვუწყობთ ხელს, მოუთმენლად ველით პროექტის წარმატებას, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის, ბელორუსისა და საქართველოს, საბანკო სექტორებს"- განაცხადა IFC-ის წარმომადგენელმა კავკასიაში თომას ლუბეკმა.
`მოხარული ვარ, რომ IFC-სთან ერთად განვახორციელეთ "ბნბ"-სთვის ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციები. IFC-ის მონაწილეობა აქციონერისა და დამფინანსებლის სახით, უდაოდ გაზრდის `ბნბ"-ს კონკურენტუნარიანობას და უზრუნველყოფს ღირებულ მხარდაჭერას ბანკის გავნითარებისთვის"- აცხადებს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური.
საქართველოს უმსხვილესი ბანკი `საქართველოს ბანკი", რომელიც IFC-ის კლიენტია 2000 წლიდან, ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგშია და ასევე ფლობს ბანკს უკრაინაში.
საქართველო IFC-ის წევრი და აქციონერი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ IFC-მ საქართვლოში 460 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა 33 პროექტში სხვადასხვა სექტორში. 2003 წლიდან IFC საქართველოში ახორციელებს საკონსულტაციო პროექტებს კორპორაციული მართვის გაუმჯობესებისა და ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ასევე სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების მიმართულებით.