კომპანია `თელასის" ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
კომპანია `თელასი" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საქმიანობს და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისად ახორციელებს. სატარიფო განაკვეთების გადახედვასთან დაკავშირებით სს `თელასს" მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიუმართავს.
კომპანია ბოლო 7 წლის განმავლობაში სტაბილური სატარიფო პოლიტიკის პირობებში მოღვაწეობს და ელექტროენერგიის საფასურში თავისი წილის შეცვლას 2015 წლამდე არ გეგმავს.
არსებული სატარიფო კანონმდებლობის (სეწმეკ-ის 2006 წლის 15 მაისის #18 დადგენილება) მიხედვით `თელასის" სააბონენტო სექტორში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 2006 წლის 1 ივნისიდან საფეხურებად განისაზღვრება და შეადგენს:
1. 100 კვტსთ-ის ჩათვლით 1 კვტ - 13.480 თეთრი
2. 101 კვტსთ-დან 300კვტსთ-ის ჩათვლით 1 კვტ - 16.000 თეთრი
3. 301 კვტსთ და მეტი 1 კვტ - 17.697 თეთრი
კომპანია `თელასი" დინამიურად განვითერებადი კომპანიაა და მომხმარებლებთან მისი ურთიერთობა საიმედო ელექტრომომარაგებისა და მყარი სატარიფო პოლიტიკის უზრუნველყოფაზეა დაფუძნებული.