ბათუმის აკვარიუმის მშენებლობის დიზაინისათვის გამოცხადებულ კონკურსში დანიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ გაიმარჯვა. კომპანია Henning Larsen Architects -ის ინფორმაციით, მათი შთაგონების წყაროდ იქცა ის ქვები, რომლებიც ბათუმის სანაპიროზე ათასწლეულების მანძილზე ზღვის ტალღების მიერ არის ფორმირებული.
პროექტის თანახმად, ნაგებობა ოთხი "ლოდისგან" შედგება და თითოეულ ქვა თითო ზღვის იმიტაცია იქნება. შესაბამისად, თითოეული ქვა ეგეოსის, ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვებს შეესაბამება. ინტერაქტიული გამოფენები თითოეული ამ ზღვის წყალქვეშა სამყაროს ცხოვრებზე გვიამბობენ.
ოთხივე ლოდი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ერთიანი სისტემით სადაც კაფეები, დარბაზი და სავაჭრო მოედნები.
მთლიანი მოედანი 2 ათას კვ.მ ფართობზე იქნება გადაჭიმული, სადაც მუზეუმი განთავსდება, რომელიც მალე ბათუმის ახალი მშვენება გახდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახალი აკვარიუმისათვის ფართი დელფინარიუმის მოპირდაპირე მხარეს, რუსთაველის ქუჩაზე გამოიყო. რაც შეეხება დაფინანსებას, აკვარიუმის მშენებლობას, იგი მთლიანად ბათუმის ბიუჯეტი დაფინანსდება.