1-ლი სექტემბრიდან კომუნიკაციების კომისიის მომსახურეობის ტარიფი იზრდება. "ელექტრონული კომუნიკაციია შესახებ" და "რეგულირების საფასურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაწეული მომსახურეობის საფასური იზრდება და კანონპროექტის ინიციატორების აზრით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციტივა კომისიის მიერ გაწეული მომსახურეობის ეფექტიანობის ამაღლებს.
ცვლილება ბიუჯეტის ხარჯვით და საშემოსავლო ნაწილს არ ცვლის თუმცა კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ გაწეილი საფასური 0,25 %-ით გაძვირდება. თუმცა რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურეობის) მიწოდების, ან შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებუების (დღგ-ს გარეშე) 0,75 %-ს.
კანონპრორქტის ინციატორის, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტის შემუსავება გამოიწვია იმან, რომ დადგენილი ნრეგულირების საფასურით სრულყოფილად ვერ ხერხდება დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ფინანსური დამოუკიდებლობისა და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა.