ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სიახლოვეს მდებარე ქართულ სოფლებს რუსეთის საოკუპაციო ჯარმა უკვე ერთი თვეა სარწყავი წყალი ჩაუკეტა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარება სოფლებში ოძისსა და ლამისყანა, რომლის მოსახლეობასაც ნათესები და ვენახები გაუნადგურდათ.
ქართული მხარის ინფორმაციით, მიუხედავად მათი მცდელობისა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მოლაპარაკების დაწყებაზე უარს აცხადებს და წყლის გაცვლას ბუნებრივ აირში ითხოვს.
ამასთან, მიმდინარეობს სასმელი წყლის ალტერნატიულ წყალსადენზე მუშაობა, რადგან მოსახლება სასმელი წყლის გარეშეც არ დარჩეს.