ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დავით გიორგაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე მიწის მესაკუთრეთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. მან ამ პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც უწყების ხელმზღვანელად ვერა ქობალია დაინიშნა.
"თანამდებობა დავტოვე. ახალი მინისტრი ახალი გუნდით მოდის და შესაბამისად მე პოსტი დავტოვე"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზურაბ ალავიძემ.
ეკონომიკური განვითარების მინისტრს 5 მოადგილე ჰყავდა და შესაბამისად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეთა რაოდენობა არ შეიცვლება, თუმცა გამოიცვლებიან თუ არა სხვალ მოადგილეებიც ამ დროისათვის უცნობია.