უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთსა და ევროკავშირს შესთავაზა გადახედოს პროექტს, რომელიც, შესაძლოა, "სამხრეთ ნაკადის" ალტერნატივა გახდეს. როგორც უკრინის სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა, იური ბოიკომ განაცხადა უკრაინამ რუსეთსა და ევროკავშირს ორი უკრაინული გაზსადენის "საიუზისა" და "ანანევ-იზმაილის" გამოყენება შესთავაზა.
ეს ორი ხაზი თურქეთამდე უნდა გაგრძელდეს, სადაც მათ ევროკავშირის ქვეყნების გაზის ტრანსპორტირების სისტემას შეუერთებენ.
ახალი გაზსადენის ჯამური სიმძლავრე წელიწადში 53 მლტრდ. კუბ/მ იქნება.
რათა "სამხრეთ ნაკადი" არ იყოს უალტერნატივო, როგორც ის აქამდე ითვლებოდა, ოფიცაილურმა კიევმა პროექტში მონაწილოება უკვე შესთავაზა რუსეთსა და ევროკავშირს.
უკრაინის ხელისუფლების გეგმების მიხედვით, რუსეთთან და ევროკავშირთან ერთად გაგრძელება უკრაინული გაზსადების გამოყენებისა რუსეთს საშუალებას მისცემს "სამხრეთ ნაკადის" უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით მშენებლობის მიზანშეწონილობაში დაეჭვდეს.