აფხაზეთი კვლავ მოითხვს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებს გაფორმებას და მისთვის საქართველოს მოთხოვნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ მიუღებელია. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს აფხაზური ე. წ. პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბაღაფშმა ასევე დაადასტურა ის რომ აფხაზეთმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-12 რაუნდში თავისი მონაწილეობა დროებით შეაჩერა.
"ჟენევის მოლაპარაკებათა ფარგლებში მიმდინარე რეგულარული შეხვედრების დროს ჩვენ მოვითხოვთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოსთან, რაც ამ ქვეყანასთან კონფლიქტის ალბათობას მნიშვნელოვან წილად შეამცირებს. ამის მიუხედავად, ქართული მხარე ამ ოდკუმენტზე ხელის მოწერაზე უარს აცხადებს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანასა და იქ საერთაშორისო ძალების შეყვანას მოითხოვს - ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნებისთვის მიუღებელია", - განაცხადა ი ბაღაფშმა და დასძინა, რომ ყოველივე ამის გამო "მათ" ექმნებათ შთაბეჭდილება იმისა, რომ საქართველოს ყოველივე ამაში მხარს ამ დისკუსიების საერთაშორისო თანათავმჯდომარეები უჭერენ.
ბაღაფში აცხადებს, რომ "ვიდრე ეს სიტუაცია არ შეიცვლება" მოლაპარაკებებში მონაწილეობას აფხაზური მხარე ვერ შეძლებს.
მიუხედავად ყველაფრისა, ბაღაფში აღნიშნავს, რომ ამ მოლაპარაკებებზე აფხაზ სეპარატისტებს აქვთ საშუალება იმისა, რომ პირადად მიიტანონ ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი თავიანთი პოზიცია.
"ჟენევის დისკუსიები ჩვენთვის მოსახერხებელი პოლიტიკური მოედანია. სხვა მსგავსი არხი ჩვენ დღეისათვის არ გაგვაჩნია. პაუზა იმიტომ ავიღეთ, რომ შუამავლებმა შეძლონ და კონკრეტული გააზრებული წინადადებები წარმოადგინონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების კონსტრუქციულ ჩარჩოში გაგრძელება" - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და დასძინა, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლაში თავის დადებით როლს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუსაო ჯგუფების მუშაობაც ასრულებს.