აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს ე. წ. აფხაზური პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
"გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის არსებობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენივე სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას ამაღლებს. რუსეთი აფხაზეთს უწევს ფინანსურ-ეკონომიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. ეხმარება სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში და მთლიანობაში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე ზრუნავს", - განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.