უახლოეს ხანებში ბაზარზე ზეთი "ივერიონი" გამოჩნდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ბათოილიდან" აცნობეს, კომპანია ზეთ "მზიურის" გარდა ბაზარზე ზეთ "ივერიონითაც" იქნება წარმოდგენილი.
"გადავწყვიტეთ ბააზრზე მეორე სამარკო ნიშნითაც გამოვსულიყავით. ზეთი "ივერიონი" შედარებით დაბალ შემოსავლიან სეგმენტზე იქნება გათვლილი და "მზიურზე" იაფი ეღირება", _ განაცხადა "ბათოილის" პიარ-მენეჯერმა მარიამ დავითაძემ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ბათოილი" 2006 წელსს დაფუძნდა და მისი მშენებლობისათვის 20 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
საწარმო აჭარაში მდებარეობს და 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განლაგებული. საწარმოს დღე-ღამეში 300 000 კგ მზესუმზირას ნედლეულის გადამუშავება შეუძლია, რომლიდანაც 140 000 ლიტრი რაფინირებული ან არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი მიიღება. "ბათოილი" ბაზარზე "მზიურის" სახელწოდებითაა წარმოდგენილი და მენეჯმენტის ინფორმაციით, "მზიურს" ადგილობრივი ბაზრის 30% უკავია.