სექტემბრის ბოლომდე "ბათოილი" ფილტრაციის სისტემების დამონტაჟებას დაიწყებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ბათოილის" პიარ-მენეჯერმა მარიამ დავითაძემ განუცხადა, "კომპანიას შესაბამისი აღჭურვილობა თურქეში აქვს შეკვეთილი და სექტემბრის ბოლომდე მის მონთაჟსაც დავიწყებთ".
დავითაძის განმარტებით, ფილტრაციის სისტემების მონტაჟი კომპანიას დაახლოებით 50 ათასი დოლარი დაუჯდება.
"ბათოილს" გარემოზე ზიანის აღსაკვეთად, ფილტრაციის სისტემების დამონტაჟების რეკომენდაცია აჭარის გარემოს დაცვის სამსახურმა ჯერ კიდევ გასულ წელს მისცა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ბათოილი" 2006 წელსს დაფუძნდა და მისი მშენებლობისათვის 20 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო აჭარაში მდებარეობს და 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განლაგებული. საწარმოს დღე-ღამეში 300 000 კგ მზესუმზირას ნედლეულის გადამუშავება შეუძლია, რომლიდანაც 140 000 ლიტრი რაფინირებული ან არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი მიიღება. "ბათოილი" ბაზარზე "მზიურის" სახელწოდებითაა წარმოდგენილი და მენეჯმენტის ინფორმაციით, "მზიურს" ადგილობრივი ბაზარის 30% უკავია.