აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღEს ე.წ. აფხაზური პარლამენტის წინასე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა აფხაზეთის ტერიტორიაზე თავად აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
"გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის არსებობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავად ჩვენივე სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას ამაღლებს. რუსეთი აფხაზეთს უწევს ფინანსურ-ეკონომიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. ეხმარება მისი სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში და მთლიანობაში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე ზრუნავს" - განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.