ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისათვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამოყენება დღეს ჩვენთვის უფრო არაკონკურენტუნარიანია ვიდრე რკინიგზით გადაზიდვა, ამის შესახებ განცხადება "ყაზმუნაიგაზის" ხელმძღვანელმა კაირგელდ კაბილდინმა გააკეთა.
"ყაზახური ნავთობისათვის გატარების ტარიფები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით არაკონკურენტუნარიანია ვიდრე რკინიგზით გადაზიდვისა. ამიტომაც დღეს ჩვენ "ბაქო-შავი ზღვის" სარკინიგზო ტრანსპორტს ვიყენებთ"- აცხადებს კაირგელდი.
"რადგანაც ბაქო-თბილი-ჯეიჰანის ნავთობსადენი უპირველეს ყოვლისა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირებისათვის არის განკუთვნილი მათ მესამე ქვეყნისათვის ნავთობის გატარების ტარიფი გაზარდეს, რის შემდეგაც ბაქო-თბილი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ჩვენთვის მიმზიდველი არ არის", - აცახდებს კაბილდი.