ოსი სეპარატისტები ახალგორის რაიონში ვერტოდრომების აგებას აპირებენ, თუმცა ვინ უნდა დაასაქმონ მზა ვერტოდრომზე არ იციან. ისინი თავადვე აცხადებენ, რომ მათ წინაშე დგას საკითხი, იმისა თუ ვინ ჩაიბარებს ვერტოდრომს, იმიტომ რომ მათ სპეციალისტები-ვერტოლიოტჩიკები არ ჰყავთ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, 2011 წელს ახალგორში ვერტოდრომის მშენებლობა იგეგმება, თუმცა ჩვენს წინაშე დგას საკითხი, ვინ ჩაიბარებს მზა ვერტოდრომს, იმიტომ რომ ჩვენთან კადრების დეფიციტია და სპეციალისტები არ გვყავს", _ იუწყება კომიტეტი ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებით "იუჟნაია დირექცია" იქნება დაკავებული, პროექტი კი "მალაია ავიაციას" ეკუთვნის.
"ვერტოდრომის მშენებლობა რა თქმა უნდა უნდა აუცილებელია, მაგრამ ასევე აუცილებელია ჩვენთვის ცხინვალისა და ახალგორის შემაერთებელი საავტომობილო გზის მშენებლობა", _ აცხადებს ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი.