ცენტრი აჭარაში ექსპორტის წახალისებით ინტერესდება. ამ მიზნით,
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის უფროსი მიხეილ კობალაძეს, ევროკავშირისა და Gთძ-ის წარმომადგენლები აჭარაში იმყოფებოდნენ, სადაც სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებებთან შეხვედრის გარდა შეხვედრები აწარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც გამართეს.
აჭარელი ბიზნესმენები დაინტერესდენ, თუ რა უნდა გაკეთდეს მათი მხრიდან, რომ ექსპორტი გაიზარდოს და უცხოელი ექსპერტებისგან სათანადო რეკომენდაციებიც მიიღეს. ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებით HშBჩ ბანკიცაა დაინტერესებული, რომლის წარმომადგენლებიც აჭარაში უკვე იმყოფებოდნენ.
HშBჩ ბანკთან თანამშრომლობით საქართველოში შეიქმნება სავაჭრო ვებპორტალი და ამოქმედდება ექსპორტის ხელშეწყობის საინფორმაციო ცენტრი, სადაც "Hელპ Dესკ" პროგრამით მოხდება ქართველი მწარმოებლებისა და უცხოელი შემსყიდველების შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სამომავლოდ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ექსპორტის ხელშეწყობის საკითხში.