დღეს, 7 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 12 მლნ. ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.450%-ით, მაქსიმალური 9.750%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.616%-ით განისაზღვრა.