კომპანია ვისოლმა ხელვაჩაურის ცენტრალურ მაგისტრალზე ქარსაცავი ზოლი წითელ წიგნში შესული ევკალიპტის ხეებით შექმნა. რვა კილომეტრის რადიუსზე დარგული 100 ევკალიპტის ნერგი დაზიანებისაგან დამცავი სპეციალური კონსტრუქციითაა შემოსაზღვრული და მათი გაზრდისთვის საჭირო პირობების შექმნაზე ვისოლის გარდა ადგილობრივი მმართველობა და გარემოს დაცვითი ორგანიზაციები იზრუნებენ. ვისოლის თანამშრომლებთან ერთად გამწვანების აქციაში ჟურნალისტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
"გარემოზე ზრუნვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანია ვისოლი უერთდება პატრიარქის მოწოდებას გარემოს გამწვანებასთან დაკავშირებით და წელს უკვე მესამე ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას და მთელი საქართველოს მასშტაბით ვცდილობთ შევქმნათ უკეთესი გარემო", - განაცხადა ვისოლის მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე გურულმა.
ვისოლი მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა საწვავს და ავტოგაზსაც სთავაზობს. აპის საწვავი თავისუფალია ტყვიისა და გოგირდისაგან და შესაბამისად, კომპანია ცდილობს გაუფრთხილდეს იმ გარემოსა და საზოგადოებას, სადაც ის მოღვაწეობს. დღესდღეობით ვისოლი აჭარაში 10 ავტოგასამართ სადგურს ფლობს და სწრაფი ტემპით ვითარდება რეგიონში.
ვისოლი ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატს IშO 9001:2008 ფლობს. ვისოლის ბენზინგასამართი სადგურები აშენებულია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია ბენზინის დაღვრის და აორთქლების საწინააღმდეგო ფილტრებით.
ანალოგიური აქციების გამართვას ვისოლი მომავალშიც აპირებს.