7-8 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ლონდონში "როუდ შოუს" გამართავს. პრემიერ-მინისტრი ინგლისში პოტენციურ ინვესტორებს "საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციებს შესთავაზებს.
გილაურის ლონდონური ვიზიტი ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს რკინიგზის" ფასიანი ქაღალდების პირველად განთავსებას შეეხება. საქართველოს მთავრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 250 მლნ. დოლარის მოცულობის ფასიან ქაღალდებს განათავსებს, რომლის ვადიანობაც 5-7 წელია. ლონდონის ბირჟაზე "საქართველოს რკინიგზის" ფასიანი ქაღადები, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში განთავსდება და შემოსული თანხა ქვეყანაში სარკინიგზო პროექტების განხორციელებას მოხმარდება.