დღეს, 7 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ძველ უბანში რესტორანი "პრეგო" იხსნება. რესტორნის პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან სტუმრები დედაქალაქის მერიიდან და საკრებულოდან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და "პრეგოს" ერთგული კლიენტები.
სამსართულიანი რესტორანი, რომელიც ბამბის რიგში მდებარეობს, დიზაინერმა გიორგი ხმალაძემ დააპროექტა. პირველ სართულზე მუშაობს ბარი, მეორე სართულზე - რესტორანი, ხოლო მესამეზე არის ვერანდა, საიდანაც ძველი თბილისის ხედი იშლება.
თბილისში "პრეგოს" პირველი რესტორანი 1998 წელს გაიხსნა. რესტორნების ქსელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ძველი თბილისის "პრეგო" უკვე მეხუთე რესტორანია.