ხვალ, 7 ივლისს 13.30 საათზე რუსთავში ხელი ეწერება დაფინანსების ხელშეკრულებას ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის ფარგლებში ევროგაერთიანება საქართველოს მთავრობას გამოუყოფს 43.5 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას.
საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი.
ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი, ასევე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.