ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ" კანონში ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა.
კანონში ხდება პუნქტის დამატება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილნი იქნებიან, გამოიყენონ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც. ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს ექნება ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.