8 ივლისს ბათუმში, სასტუმრო "სანაპიროში", პროექტის - "ნარჩენების ადგილობრივი მართვის პროცესებში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა საქართველოში, ფოთი-ბათუმის სანაპირო რეგიონში" - პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი ჰოლანდიურ-ქართულ ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ ხორციელდება, პროექტისFფინანსურ მხარდაჭერას ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, MATRA-ს პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომელიც სოციალურ ტრანსფორმაციას უწყობს ხელს. კონსორციუმს უძღვება კომპანია Ameco(ჰოლანდია), MMG Advies-ს და BDIC-ისა (ჰოლანდია) და "მწვანე ალტერნატივა"-ს (საქართველო) მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ფოთის ნარჩენების მართვის ადგილობრივი გეგმის წარდგენა და აჭარაში სამომავლო დაგეგმარების მიზნით შექმნილი პუბლიკაციის "ნუ გადავყრით დროს" პრეზენტაცია მოხდება. იმავდროულად სანაპირო რეგიონში ნარჩენების მართვის ადგილობრივი ინიციატივების შედეგებისა და საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანია ხორციელდება.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი უწყებები, ნარჩენების მართვის ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.
პროექტი 2008 წელს, ნარჩენების მართვის სფეროში გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირების მიზნით შეიქმნა.