აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 4 მილიონ 200 ათასი ლარით იზრდება. აჭარის ფინანსთა ეკონომიკის მინისტრის ვაჟა ბოლქვაძის განცხადებით, აღნიშნული თანხა რეგიონში სხვადასხვა უწყებას დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად გადაუნაწილდება.
პროექტის თანახმად, 4 მლნ ქალაქ ბათუმის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების დასასრულებლად გადაერიცხება; 120 ათასი ლარით კი უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი გაიზრდება.