სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. შეიარაღებულ ძალებში დღეს საშტაბო-სამობილიზაციო წვრთნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. სწავლება 7 ივლისს დასრულდება.
სწავლების თემაა "სამხედრო მმართველობის ორგანოების, შენაერთების, სამხედრო ნაწილების, სამხედრო კომისარიატისა და დემობილიზირებული ძალების მოქმედება", _ განაცხადა აფხაზეთის ე. წ. გენშტაბის მოვალეობის შემსრულებელმა ასლან ანქვაბმა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. შეიარაღებულ ძალებში 1-ლი ივლისიდან საზაფხულო სწავლებების პერიოდი დაიწყო.