მსოფლიო ბანკი აზერბაიჯანში ფინანსური მომსახურეობის რეალიზაციის პროექტს დადებითად აფასებს. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფრმაციით, მსოფლიო ბანკის მისია აზერბაიჯანში უკვე იმყოფებოდა.
"ადგილობრივი საფოსტო ფილიალების შემოწმების შემდეგ მსოფლიო ბანკის მისიამ პროექტის განხორციელება დადებითად შეაფასა.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული, ფინანსური მომსახურეობის რეალიზაციის პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანის ნაციონალური საფოსტო მომსახურეობის ოპერატორ Aზერპოცჰტ- ის 1200 ფილიალს ფიანსური დახმარება გაეწია.
ფინანსური მომსახურეობის რეალიზაციის პროექტი, მსოფლიო ბანკის მეორე ეპოქალური პროექტია ქვეყანაში, ელექტრონული გადახდის სისტემების პროექტის შემდეგ.
აზერბაიჯანში ფინანსური მომსახურეობის რეალიზაციის პროექტის ბიუჯეტმა 17,75 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 12,25 მსოფლიო ბანკის კრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გაღებული დაფინანასებაა.